24.11.2024

აშშ კიევში მყოფ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში მყოფ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში კიევის ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო შენობებზე რუსული ავიაიერიშების საფრთხე ძალიან მაღალია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Reuters-მა აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე უახლოეს მომავალში ახალ თავდასხმებს გეგმავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img