ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამერიკელებს შეეზღუდებათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება და ამასთანავე, გაიყინება აშშ-ში რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები. სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეროვნულ სარეზერვო ფონდსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს.
“ჩვენ გვსურდა სანქციები ორშაბათამდე, ბაზრის გახსნამდე გაგვეფართოვებინა, რადგან, როგორც მოკავშირეებთან ერთად შაბათ-კვირას დაკვირვებით აღმოვაჩინეთ, რუსეთის ცენტრალური ბანკი აქტივების გადატანას გეგმავდა”. – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
28 თებერვალს დიდი ბრიტანეთმაც რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, კერძოდ ბრიტანელ ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს ეზღუდებათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ეროვნულ სარეზერვო ფონდთან და ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება.
წყარო: tabula.ge