აშშ-მ უკრაინას სამხედრო თავდაცვისთვის $350 მილიონი გამოუყო. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თანხა თავდაცვისთვის განკუთვნილი სერვისებისთვის, ასევე, სამხედრო სწავლებისა და წვრთნებისთვის იქნება გამოყოფილი.
დოკუმენტის მიხედვით, პაკეტის ჯამური მოცულობა $600 მილიონია – აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა $250 მილიონის გამოყოფის საკითხზე მსჯელობისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.
25 თებერვალს ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა – პრეზიდენტებმა “კონკრეტული თავდაცვითი დახმარება” განიხილეს.
მანამდე, აშშ-მ უკრაინას $60 მილიონი და $250 მილიონი გამოუყო.