შეერთებულმა შტატებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი მაიმუნის ყვავილის გავრცელებაა.
აშშ-ის ჯანდაცვის მდივან ხავიერ ბესერას განცხადებით, ეს ხელს დაავადებასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას შეუწყობს.
„ჩვენ მზად ვართ, ამ ვირუსის მიმართ ჩვენი პასუხი შემდეგ დონეზე გადავიყვანოთ და მოვუწოდებთ თითოეულ ამერიკელს, სერიოზულად მოეკიდოს ამ დაავადებას”, – განაცხადა ბესერამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც 4 ოქტომბერს მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევებმა 6 600-ს გადააჭარბა.