ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, ამჯერად სამიზნე ტექნოლოგიური სექტორია.
ფინანსთა სამინისტრომ 21 ორგანიზაციასა და 12 პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის სააქციო საზოგადოება მიკრონსაც, რომელიც რუსეთში მიკრო სქემების ყველაზე დიდი მწარმოებელი და იმპორტიორია.
“ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გამოყენებას პუტინის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, ყველა მხრიდან, სანამ ეს მის მიერ არჩეული უაზრო ომი არ დასრულდება”, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.
გარდა ამისა, აშშ-ის სანქციები ვრცელდება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებსა და მომუშავე პირებზე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი კომპანიებისა და პირების აქტივები, რომელიც აშშ-შია, გაიყინება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს მათთან ურთიერთობა აეკრძალებათ.
ფინანსთა სამინისტრომ სანქციები მოსკოვში დაარსებულ Serniya Engineering-სა და აღჭურვილობის მწარმოებელ Sertal-ს. ეს კომპანიები რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების უკანონო შესყიდვებში დაადანაშაულეს.