22.11.2024

აშშ-ს სენატმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის პროგრამა აღადგინა, რომლითაც მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია

აშშ-ს სენატმა უკრაინის მხარდასაჭერად ერთხმად მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლენდ-ლიზის სახელმწიფო პროგრამის აღდგენის კანონპროექტი, რომელიც, კანონად ქცევის შემთხვევაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.

როგორც POLITICO წერს, „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე უნდა გადაეცეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას, სადაც, თუ მან მხარდაჭერა მიიღო, გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

მედიის ინფორმაციით, ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გაიმარჯვოს რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.

აშშ-ს სენატს მადლობა გადაუხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img