24.11.2024

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია – ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვს

აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას მმართველი გუნდის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძემ და მისმა მამამ დავით რიჟვაძემ პასუხი უნდა აგონ. 

ოპოზიციონერი დეპუტატები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მას ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლის ამსახველი აუდიო ჩანაწერი მოასმენინონ, თუმცა შენობასთან მობილიზებული პოლიცია მათ მთავრობის სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევს. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img