22.11.2024

აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდი ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი გამოუცხადებლობის გამო უჩივლეს

აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლის ლევან გაფრინდაშვილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოიძახეს და შემდეგ გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში უჩივლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია  “მთავარი არხის” ჟურნალისტი და ლევანის დედა, ნათია გოგსაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს.

 

“საგიჟეთში ვცხოვრობთ … დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა)თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…… აი ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში…ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური… ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ. სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ” – წერს ნათია გოგსაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img