ამ წუთებში დიდუბეში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავარია მოხდა. “ტოიოტა პრიუსის” მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ნომერ 150 ყვითელ სამარშუტო ტაქსს დაეჯახა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნაწილს ადგილზე უტარდებათ, ნაწილი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც. მოძრაობა შეზღუდულია.
დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც.