ავღანეთიდან საქართველოს 22 მოქალაქის გამოყვანაში, რომლებიც კერძო სამოქალაქო კონტრაქტორები არიან, ქართულ მხარეს უკრაინა დაეხმარება. უკრაინის ხელისუფლება მზადაა უკრაინული ბორტით ქაბულის აეროპორტიდან ქართველები გამოიყვანოს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს საქართველოს საგარეო უწყებაში.