25.11.2024

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის შემდეგ, უკრაინაში ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი ჩავიდა. კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ავსტრიის კანცლერმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს იქამდე, სანამ ომი არ დასრულდება.

“სანამ ხალხი იღუპება, იქამდე ყველა სანქცია არასაკმარისია”. – განაცხადა ნაჰერმა.

ასევე, კანცლერი ცნობით, ავსტრიის საელჩოს თანამშრომლები კიევში დასავლეთ უკრაინიდან დაბრუნდებიან.

ავსტრიის კანცლერის ვიზიტის შემდეგ, ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ბრიტანეთისა და ავსტრიის ლიდერებს შაბათს კიევში ვიზიტისთვის და შემდგომი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული ქვეყნები ომის შესაჩერებლად გაერთიანდნენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img