22.09.2024
- Advertisement -spot_img

ავსტრიის კანცლერი პუტინს შეხვდა – საუბარი იყო პირდაპირი, ღია და ხისტი

რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ნეჰამერმა აღნიშნა, საუბარი იყო პირდაპირი, ღია და ხისტი. მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მისთვის ახსნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან ომში გამარჯვებულები არ არიან.

“პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ, ამჟამად მე არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტური. შეტევა უკრაინაში მზადდება მონდომებით”, – განაცხადა ნეჰამერმა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს “ფაქტებით” დაუპირისპირდა.

„მე ნათლად ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ მის დამოკიდებულებას, მის შეხედულებას არავინ იზიარებს. ის ამას რუსეთის ფედერაციის ერთგვარ თავდაცვით ოპერაციად თვლის. ის ამას უწოდებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს. მე ამას ომს ვეძახი”, – თქვა მან.

კანცლერის თქმით, ასევე ნათელი და გასაგები იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს ნდობა რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

ნიჰამერმა აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდება და იმოქმედებს იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს. შეხვედრაზე ასევე ჰუმანიტალური დერეფნების ორგანიზებაზე ისაუბრეს – ინფორმაცია დასავლური მედია ავრცელებს. კრემლს შეხვედრის შემდეგ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img