22.11.2024

“აზოვის“ მეთაურის მოადგილე – მარიუპოლის დებლოკადა უკვე შესაძლებელია

“აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ “მარიუპოლის დებლოკადა შესაძლებელია“.მისივე თქმით, ბატალიონის მებრძოლებს „საკმარისი სულისკვეთება აქვთ იმისთვის, რომ დაიცვან ქალაქი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

“ჩვენ ვიმედოვნებთ და ველოდებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან გადადგმულ ნაბიჯებს ქალაქის გასათავისუფლებლად. მიგვაჩნია, რომ დებლოკადა უკვე შესაძლებელია. მებრძოლებს საკმარისი სულისკვეთება აქვთ, რათა იბრძოლონ და დაიცვან ქალაქი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო”, – განაცხადა აზოვის ბატალიონის წარმომადგენელმა, სვიატოსლავ პალამარმა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქალაქი მარიუპოლი 1 -ელი მარტის შემდეგ რუსეთის ბლოკადაში იმყოფება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img