აზოსვტალის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული ეროვნული გვარდიის სამხედროები მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებისთვის მიმართეს. მებრძოლები აღნიშნავენ, რომ აზოვსტალში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულია.
“მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილი სამხედროების და ცხედრების ევაკუაციისთვის. ჯარისკაცების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, მოვუწოდებ მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციას, რადგან ისინი ამად ღირან”, – აცხადებენ მებრძოლები ვიდეომიმართვაში.
2 მაისს რუსეთმა აზოსვტალის დაბომბვა განაახლა. აზოვის პოლკის ინფორმაციით, ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.