26.11.2024

ბადრი ჯაფარიძე – კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა და ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანი ამოცანაა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც ყოველი მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციულო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება და გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, რომელიც განმუხტავს ვითარებას, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პოლიტიკაში საუბარს, რომ ვაიძულე, ხელი გადავუგრიხე, წავაქციე, დავამარცხე, აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები სჭირდება ქვეყანას, ვითარების განმუხტვას, რომ საზოგადოებაში მშვიდობა დამყარდეს, რადგან ასე ვითარება დიდხანს ვერ განიმუხტება და შეიძლება კიდევ დაიძაბოს, რადგან სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა, რომელიც არც კომპეტენტურია და არც კვალიფიციური”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img