23.11.2024

ბათუ ქუთელია – საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და შეუერთდეს სანქციებს

პარტია “დროა” მიიჩნევს, რომ რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც უნდა დააწესოს.

პარტიის წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ ერთი მხრივ, სანქციები გამოხატავს სოლიდარობას უკრაინისა და დემოკრატიული სამყაროს მიმართ, მეორე მხრივ კი, იქნება შესაძლებლობა საქართველოს საკითხები გახდეს იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით დგას.

“ვთვლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს – დაწყებული პიროვნული სანქციებით, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მათ აღიარებას, ასევე, ისინი ვინც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტებით და სისტემურად არიან ჩართული რუსულ საგარეო და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაში”, – ამბობს ბათუ ქუთელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img