25.11.2024

ბათუმის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა – პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა

ბათუმში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. პალატაში ოთხი პაციენტი იმყოფებოდა, მაგრამ არცერთ მათგანს არანაირი ზიანი არ მიყენებია. რა თქმა უნდა, ემოციური იყო მშობლების მხრიდან რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია ამ ინციდენტს. ბავშვები უსაფრთხოდ არიან. ნაწილი ბინაზე წავიდა და ნაწილის გადანაწილება მოხდა კლინიკის ტერიტორიაზე. მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსული, სამაშველო სამსახურიდან, შეაფასეს მდგომარეობა. ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვეცოდინება“, – აღნიშნა კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img