ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 21 წლის გოგო გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს, მას თანმდევ დაავადებებთან ერთად ტემპერატურა აღენიშნებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს შეყვანისას გეგმურად კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, 21 წლის გოგოს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები დაზიანებული ჰქონდა.
“21 წლის გოგო კლინიკაში 24 ივლისს შემოიყვანეს, მას ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა”,- აცხადებენ კლინიკაში.