შვეიცარიაში საჯარო ადგილებში სახის დაფარვის, მათ შორის ბურკასა და ნიქაბის ტარების, აკრძალვასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC იტყობინება, რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ასეთია – სახის დაფარვის აკრძალვას მხარი მოსახლეობის 51.2%-მა დაუჭირა, 48.8% კი წინააღმდეგი.