მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი მათ, ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? ნუ კივით, დავიტანჯე, – ასე მიმართა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს.
თაკო ჩარკვიანმა ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გაარიტიკა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
„ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო… ნუ ნერვიულობთ, მე არ მითქვამს რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? მაგას ხელი მოაწერეს და მოაწერეს ტყუილს. ვინც ამას ამბობს ის არის დასასჯელი და გიზით გვერდით და ნუ კივიხართ, დავიტანჯე. შეეგუეთ იმას, როცა სიმართლეს გეტყვიან. ნამდვილად სირცხვილია როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებ, დიდი სირცხვილია და არავის აქვს უფლება ეს ქვეყანას დააბრალოს,“- განაცხადა დავითულიანმა.