24.11.2024

ბექა დავითულიანი – რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?!

რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

კითხვაზე, იმ ფონზე როცა დასავლელ პარტნიორებს ჰქონიათ არაერთი განცხადება სასამართლოში პოლიტიკურ გავლენებზე, ხომ არ შეიძლება ეს საქმე გახდეს კიდევ უფრო მეტი კითხვის გაჩენის საფუძველი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე, დავითულიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გამო კითხვები არ გაუჩნდება.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიამ გადადგა ნაბიჯები “რუსთავი 2”- ის საწინააღმდეგოდ და გამოუტანა ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. რა შეფასებებს აძლევენ პოლიტიკური ოპონენტები ამას, ეს სამართალთან მიმართებით მეორეხარისხოვანია. სარჩელი იყო ინიცირებული “რუსთავი 2”- ის დამფუძნებლის მიერ “რუსთავი 2”- ის ინტერესების დაზიანებაზე, რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, “მთავარი არხი” გაქრება თუ რა მოხდება?!

კითხვები ისმის შიგნით, ევროკავშირს, მის ოფიციალურ სტრუქტურებს, არ ვამბობ ცალკეულ წარმომადგენლებზე, ვამბობ, როგორც ოფიციალურ სტრუქტურაზე, ევროკავშირს არ მგონია არსებითი კითხვები გაუჩნდეს ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. სტრასბურგის სასამართლომდე მისასვლელი გზა არსებობს და ვნახოთ, რამდენად სამართლიანია თუ უსამართლო ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი სარჩელი, რადგან “რუსთავი 2″- ის საქმეზე ზუსტად იგივე კითხვები იყო და ვნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება,”- განაცხადა დავითულიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img