ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა პირადი სოციალური მედიის ანგარიშები – “ინსტაგრამსა” და “ფეისბუკზე” ხარკოვის რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს გადასცა.
ფეხბურთელს, რომელსაც 71,4 მილიონი გამომწერი ჰყავს სოციალურ მედიაში, თქვა, რომ მას სურდა ხაზი გაესვა სამედიცინო პერსონალის “საოცარ საქმეზე”, რასაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ექიმები აკეთებენ უკრაინაში.
“დღეს მე გადავცემ ჩემს სოციალურ არხებს ირინას, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს ხარკოვში, უკრაინაში, სადაც ის ეხმარება დედებს მშობიარობაში. გადახედეთ ჩემს ისტორიებს, რომ გაიგოთ მეტი იმ საოცარი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და მის მსგავსი ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად” – თქვა ვიდეომიმართვაში ბექჰემმა.
ბექჰემმა ასევე, მოუწოდა ადამიანებს გააქტიურდნენ და გაიღონ შემოწირულობა.
ხარკოვის რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მშვიდობის დროს ის უკრაინაში ბავშვთა ანესთეზიოლოგი იყო, მისი თქმით, ომის პირველ დღეს ყველა ორსული ქალი და დედა საავადმყოფოს სარდაფში გადაიყვანეს.
ირინა დასძენს, რომ პირველი დღეები ყველაზე რთული იყო და ამბობს, რომ მისი სამუშაო დღე ახლა 24/7-ზეა.