უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის მერის თქმით, ოკუპანტებმა ქალაქის ყველა ადმინისტრაციული შენობა აიღეს. მისივე განცხადებით, ქალაქში რუსეთის მძიმე ტექნიკა შევიდა.
“რამდენიმე საათის წინ ჩვენ ყველანი შევესწარით, როგორ შევიდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ჯარისკაცები ქალაქის ტერიტორიაზე”, – ამბობს ალექსანდრა სვიდლო.
ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.