ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, აღმავალი ტალღის შემდგომ სტაბილიზაცია 3-4 კვირის შემდეგ შეინიშნება.
მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა და ჰოსპიტალურ სექტორში საშუალოდ საწოლების 40% თავისუფალია.
„აღმავალი ტალღის შემდგომ ქვეყნებში სტაბილიზაცია 3-4 კვირის შემდეგ ჩანს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენს ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობის პაციენტები გვყავს, აქტიური შემთხვევები თითქმის 150 ათასია, მაგრამ ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების თავისუფალია.
ვფიქრობ, რომ ამ ტალღას ქვეყანა უმკლავდება და შევძლებთ ამ ტალღის გავლას. შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში.