სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებს სამედიცინო ჩვენებით ბუსტერი ჯერ არ სჭირდებათ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, ვაქცინის “ფაიზერით” ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ მოგზაურობაა.
“დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!
როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ეხლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.