23.11.2024

ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიან ქორწინებას ასრულებენ

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი, ფილანტროპი ბილ გეიტსი და მისი ცოლი მელინდა ერთმანეთს შორდებიან.

ბილ და მელინდა გეიტსებმა ერთობლივი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნეს.. ისინი წერენ, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ქორწინების შეწყვეტა გადაწყვიტეს, თუმცა, ერთად გააგრძელებენ საქმიანობას საქველმოქმედო ფონდში.

“ხანგრძლივი განსჯისა და ჩვენს ურთიერთობებზე მუშაობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეილება ჩვენი ქორწინება დავასრულოთ. ქორწინების 27 წლის მანძილზე გავზარდეთ სამი შესანიშნავი შვილი და შევქმენით საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში ეხმარება ადამიანებს, რომ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ. ძველებურად ვიზიარებთ ამ მისიის რწმენას და განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას ფონდში, თუმცა უკვე აღარ გვჯერა, რომ შევძლებთ ერთად გავიზარდოთ როგორც წყვილი.” – დაწერეს “ტვიტერზე”.

ბილ გეიტსი და მელინდა ენ ფრენჩი 1994 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

2000 წელს, ბილ და მელინდა გეიტსებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი Bill and Melinda Gates Foundation, რომლის ამჟამინდელი აქტივები 51 მილიარდ დოლარზე მეტია.

2005 წელს, ჟურნალმა „თაიმმა“ ბილ და მელინდა გეიტსები წლის ადამიანებად დაასახელა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img