ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ “დედაენაზე” უბედური შემთხვევის დროს ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა.
ილია კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა.
მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა.
მწვერვალ “დედაენასთან” საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ცხედარი ჩამოასვენეს.
ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და წლების განმავლობაში იყო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი.