24.11.2024

ბლინკენი – რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს აგრესია

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას , – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ბლინკენის უწყება აღნიშნავს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები პორტზე თავდასხმით.

„კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რადგან ის აგრძელებს თავდასხმას უკრაინაზე”, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ ეს თავდასხმა სერიოზულ ეჭვს აყენებს რუსეთის მიერ გაფორმებული შეთანხმებისადმი ერთგულების სანდოობას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის მუშაობას მსოფლიო ბაზრებზე კრიტიკული საკვების მიწოდების მიზნით.

„რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე და უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად განახორციელოს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელსაც დეპარტამენტი ავრცელებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img