24.11.2024

ბორის ჯონსონი გადადგომას აპირებს – Skynews

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს საათებში გადადგომას აპირებს, – ამის შესახებ Skynews-ი იუწყება. 

იგი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მმართველი პარტიის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე განაგრძობს.

ცნობისთვის, ბრიტანეთში დიდი პოლიტიკური კრიზისია, რომელიც 5 ივლისს კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა და კანცლერმა თანამდებობები დატოვეს. 

მინისტრების გადადგომა იმის ფონზე მოხდა, რომ კონსერვატიული პარტიის მნიშვნელოვანმა ფუნქციონერმა კრის პინჩერმა პარტიული თანამდებობა დატოვა. პინჩერი ერთ-ერთ კლუბში გამართულ წვეულებაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კაცებზე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ბოლო დროს კონსერვატიულ პარტიაში სხვა პრობლემებიც შეიქმნა. აპრილში პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრი პოლიციამ დააჯარიმა, რადგანაც ის კოვიდშეზღუდვების დარღვევაში დაადანაშაულეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img