დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონის ვიზიტი უკრაინაში დაანონსებული არ იყო.
ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.
“დღეს შევხვდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მეჩვენებინა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოვუჩენთ, რომელიც არის ჩვენი ერთგულების დასტური რუსეთის ბარბაროსული ქმედებების წინააღმდეგ”, – წერს ჯონსონი Twitter-ზე ზელენსკისთან კიევში შეხვედრის შემდეგ.
გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლს, ჯოზეფ ბორელს შევხდა.