დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატო-ს ლიდერების სხდომის უმოკლეს პერიოდში გამართვას ითხოვს.
მისი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, კატასტროფაა ევროპის კონტინენტისთვის. ამის შესახებ მან „ტვიტერის გვერდზე განაცხადა.
„ეს კატასტროფაა ჩვენი კონტინენტისთვის. მე მივმართავ მოსახლეობას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ასევე მექნება კომუნიკაცია დიდი შვიდეულის ლიდერებთან. მოვუწოდებ ნატოს ლიდერებს შეხვედრისკენ გადაუდებლად, რაც შეიძლება უმოკლეს პერიოდში“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.