23.11.2024

ბორის ჯონსონი – ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს, მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში

ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს. მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

„ეს გადამწყვეტი მომენტია მსოფლიოსთვის. ახლა არჩევანის გაკეთების მომენტია. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და შევიწროვებას შორის.

ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ათობით ათასი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თავისი სახლის კარს უხსნის უკრაინელ ხალხს. ყოველ დღე, როცა კი უკრაინელების გმირული წინააღმდეგობა გრძელდება, ნათელი ხდება, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. და საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვა მან ეს შეცდომა? რატომ გადაწყვიტა შეჭრილიყო ამ აბსოლუტურად უდანაშაულო ქვეყანაში? იმიტომ, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ უკრაინაში მისი რეჟიმისთვის საფრთხე დაინახა. ცხადია, მას არ სჯეროდა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში გაწევრიანდებოდა. მან არაჩვეულებრივად იცოდა, რომ არ არსებობდა უკრაინის მიწაზე სარაკეტო დანადგარების განთავსების გეგმა. მისი გადაწყვეტილება ამას ნამდვილად არ უკავშირდებოდა და მას უკარაინის აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო ეშინოდა. ყოველწლიურად როცა კი უკრაინა წარმატებას აღწევდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ღია ბაზრის მიმართლებით, პუტინს ეშინოდა უკრაინის მაგალითის. რადგან პუტინის რუსეთში ადამიანებს 15 წლით აპატიმრებენ იმის გამო, რომ მათ შეჭრას შეჭრა უწოდონ და ვინც არჩევნებზე პუტინის წინააღმდეგ გამოდის, წამლავენ ან ესვრიან. ალბათ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიულად ამდენად ახლოს იყვნენ, პუტინს ასე ძალიან ეშინოდა უკრაინის გავლენის მასსა და მის ქვეყანაზე,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე .

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img