24.11.2024

ბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო სადაზვერვო სამსახური აღნიშნავს, რომ 25 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას შავ ზღვაზე სურსათის გადამზიდავი გემებისთვის.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, ოფიციალური მოსკოვის მცდელობა, მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების სიმძიმის შემცირებას, ასევე ხაზს უსვამს იმ დარტყმაზე, რომელსაც სანქციები რუსეთის რეჟიმს აყენებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img