22.11.2024

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა რუსებმა მარიუპოლში ფოსფორიანი საბრძოლო მასალა გამოიყენონ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსი ოკუპანტების მიერ ფოსფორიანი საბრძოლო მასალების შესაძლო გამოყენების შესახებ უკრაინას აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.

ომის მიმდინარეობის რეგულარული ანალიზის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში ერთხელ უკვე გამოიყენეს ფოსფორიანი საბრძოლო მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ მარიუპოლისთვის ბრძოლა სავარაუდოდ მეტად ინტენსიურ ფაზაში გადაინაცვლებს, არის ალბათობა იმისა, რომ რუსებმა მსგავსი ქიმიური იარაღი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენონ.

ცნობისთვის, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დაბომბვას კვლავ განაგრძობს. უკრაინის არმიამ მოახერხა რამდენიმე შეტევის მოგერიება, რის შედეგადაც განადგურდა რუსული ტანკები, სხვა ტექნიკა და მათი არტილერია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img