ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსმის განცხადებით, 16 მარტს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, რუსებმა თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს.
“მტერი ჩერნიგოვში აგრძელებს სისტემატიურ საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს. ისინი ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მხოლოდ გუშინ, ერთ დღეში რუსებმა 53 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ჩვენ თითოეული დაღუპული უკრაინელის გამო შურს ვიძიებთ. ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”. – ამბობს ჩაუსი.