23.11.2024

CNN: უკრაინამ ხერსონის აეროპორტთან რუსული სამხედრო ვერტმფრენები გაანადგურა

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 მარტს ხერსონის საერთაშორისო აეროპორტთან მდგარი რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს.

ამას აჩვენებს Planet Labs-ის ახალი სატელიტური სურათები, სადაც ჩანს აეროპორტიდან ამომავალი დიდი შავი კვამლი და ცეცხლწაკიდებული ვერტმფრენები.

ეს არის ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს რუსული ვერტმფრენების წინააღმდეგ, მიმდინარე ომის დროს. ფოტოებზე ჩანს, რომ აეროპორტში, სულ მცირე, სამი რუსული ვერტმფრენი დაიწვა.

NASA-ს სახანძრო ინფორმაციის რესურსების მართვის სისტემამ (FIRMS), რომელიც მთელ მსოფლიოში დიდ ხანძრებს აკონტროლებს, ოკუპირებულ აეროპორტზე უკრაინის საჰაერო ძალების წარმატებული შეტევა დაადასტურა.

ცეცხლი გაუჩნდა, ასევე აეროპორტის მახლობლად მყოფ სამხედრო მანქანებსაც.

Unian-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ამ დრომდე ოკუპანტების 77 თვითმფრინავი და 90 ვერტმფრენი გაანადგურეს.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img