26.11.2024

COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ინდოეთში

ინდოეთში COVID-19-სგან სიკვდილიანობა მეორე დღეა, 4,000-ს აღემატება, რაც გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვის მოთხოვნა გაიზარდა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავრობა აქტიურად განიხილავს ქვეყნის ჩაკეტვის გეგმას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 4 092 ადამიანი გარდაიცვალა – ქვეყანაში სულ 242 362 ადამიანია კორონავირუსით დაღუპული. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 403 738-ით გაიზარდა, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა სრულმა რაოდენობამ კი 22.3 მილიონს მიაღწია.

ინდოეთი COVID-19-ის მეორე ტალღამ მძიმედ დააზარალა, შემთხვევები და სიკვდილიანობა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ყოველ მეორე დღეს აღწევს. ბევრ საავადმყოფოში ჟანგბადის და საწოლების უკმარისობის და მორგებისა და კრემატორიუმების გადატვირთვის გამო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით ინფიცირებისა და დაღუპვის შემთხვევების რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მაღალი იყოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img