დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გავრცელდა.
“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სისასტიკისა და ომის დანაშაულის, რომელსაც, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ბუჩაში”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით კი, რუსეთის სამხედრო დანაშაულების პასუხად, ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს გააძევებს.
“გადავწყვიტეთ ესპანეთში რუსეთის საელჩოდან გავაძევოთ რუსი დიპლომატები და თანამშრომლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას”. – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.