დანია რუსი ტურისტებისთვის მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემას აჩერებს, – ამის შესახებ მოსკოვში დანიის საელჩოში განაცხადეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დანიაში ოფიციალურ ვიზიტებს არ ეხება.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში დანიამ განაახლა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები ასევე მოიხსნა ყველა მოგზაურისთვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სტატუსისა.