16.11.2024

დავით არახამია – რუსეთი ჩვენს წინადადებებს, ყირიმის გარდა, სიტყვიერად დათანხმდა

პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას თქმით, რუსეთი ზოგადად მზადაა, მიიღოს უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პირობები. როგორც მან აღნიშნა რუსეთის ფედერაცია სიტყვიერად დათანხმდა წინადადებებს და ახლა მხარეები ხელშეკრულებების იურიდიულად გაფორმებაზე იმუშავებენ.

“სტამბოლში ჩვენი პოზიცია გამოვაცხადეთ. პრინციპში, რუსეთის ფედერაციამ უკვე გასცა თავისი ოფიციალური პასუხი, რომელიც არის ის, რომ ისინი ეთანხმებიან ამ პოზიციას, გარდა ყირიმის საკითხისა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. დმიტრო კულებამ თქვა, რომ ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის. ის ელოდება წერილობით პასუხს“, – განაცხადა არახამიამ.

თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ შესთავაზა რუსეთს ყირიმის სტატუსზე 15 წლით მოლაპარაკება. რუსეთმა კი, მალევე უარყო საკითხის განხილვა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img