23.11.2024

დავით სერგეენკო უვადო „მწვანე სტატუსზე“ – არ ვემხრობი ამას და თავისი დასაბუთება აქვს

ჯანდაცვის ყოფილის მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უვადო „მწვანე სტატუსს“ არ ემხრობა. 

სერგეენკოს თქმით, ვირუსს ახასიათებს თვისება, რომლის მიხედვით ის რამდენიმე თვეში იცვლის ბუნებას და  შეიძლება გახდეს გადამდები.

„არ ვემხრობი ამას და თავისი დასაბუთება აქვს, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. ვირუსს ახასიათებს თვისება, რომლის მიხედვით ის რამდენიმე თვეში იცვლის ბუნებას და  შეიძლება გახდეს გადამდები.

ვაქცინაცია ანახევრებს გადადების რისკს და 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. მოცემულობა არის, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, 100%-იანი არაფერია, გარანტია არ არის, რომ ისევ არ დამემართება კოვიდი. ამიტომ უვადოს მიცემა, ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას“, – განაცხადა სერგეენკომ „რუსთავი 2“ -ის ეთერში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img