26.11.2024

დავით უსუფაშვილი – დასავლეთში ბევრ ჩვენს მეგობარს საქართველოზე ჯერ ხელი ჩაქნეული არ აქვს

ვიცი, რომ, რასაც ახლა ვიტყვი, საქართველოში ბევრს გაუხარდება და იფიქრებენ, რომ “ვა, ბოლო-ბოლო დაგვანებებს თავს ეს დასავლეთი და ჩვენთვის ვიქნებით, რუსი მოგვხედავს”, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრს არ გაუხარდება – დასავლეთში ძალიან ბევრ ჩვენს მეგობარს და ჩვენს გულშემატკივარს, იდეურსაც და ემოციურსაც, ხელი ჩაქნეული არ აქვს ჯერ საქართველოზე, მაგრამ ხელის ჩაქნევა როგორ ხდება? – ხელი რომ ჩაიქნიო, ჯერ უნდა აწიო და მერე ჩაიქნიო, ხელი აწეულია ჩასაქნევად, რომ ამ ხალხთან ურთიერთობა სახიფათოა. არ უნდა ჩაიქნიონ, ხელში უნდა ვწვდეთ და ამას ვაკეთებთ „ლელოც“ და ძალიან ბევრი სხვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსი“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა ასევე, ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ „ლელო“ ერთგულია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ტექსტის, რომელსაც ხელი ოპოზიციასთან ერთად „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა.

“„ლელოს“ პოზიცია არის მკაფიო და ჩამოყალიბებული. ჩვენ ვართ ერთგული იმ ტექსტის, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, ეს არის საერთო ინიცირებული ტექსტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ვართ მობილიზებული, მოტივირებული, რომ ის ტექსტი, რაც ერთად შევიტანეთ პარლამენტში, კენჭი ვუყარეთ და პირველი მოსმენით მიღებულია, იგი მივიყვანოთ ბოლომდე.

„ქართული ოცნება“ საერთოდ არ იყო მზად რაიმე ცვლილებებისთვის, მაგრამ შემდგომ გახდა მზად ამისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ჩაშვებულია იმავე პროპაგანდისტულ კონვეიერში, რომელშიც უამრავი სხვა სახელმწიფოებრივი თემაა ხოლმე ჩაშვებული და ამ კონვეიერს ეწირება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img