პოლიტიკურად დევნილი ადამიანების მიმართ ყოველთვის ყველა ხელისუფლება დამარცხებულა. ფაქტია, საქართველო გახდა ევროკავშირის „ქეჩოში“ ხელჩასავლები… ეს არის შანსი, ევროპამ თუ „ქეჩოში“ ჩაგვავლო ხელი უფსკრულიდან ამოთრევაში გვეხმარება, ჩვენ კიდევ ხელი ჩავავლოთ, რაც შეიძლება მყარად – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” ისაუბრა.
უსუფაშილის განცხადებით, ნიკა მელიას „ლელო საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებთან შეხვედრა სურს.
„ყველა ერთად შევთანხმდეთ, რომ მელიას არასწორი დაკავებით, მანამდე ძალიან ბევრი სხვა ადამიანის არასწორი დაკავებით, ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა იმ ტიპის ქმედება, რომელიც ევროკავშირმა, მისი უმაღლესი წარმომადგენლის სახით, პრაქტიკულად დააკვალიფიცირა, როგორც დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო. დღეს ვინც კმაყოფილია იმით, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილი მელია თავისუფალია, უნდა გაიხსენოს ისიც, რომ ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნილი ირაკლი ბათიაშვილი გვყავდა გამოსახსნელი ძველ დროში. მაშინ ევროკავშირი არ ჩარეულა სხვანაირად მოგვარდა. ამ ყველაფრიდან ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო ჯამში არცერთ ხელისუფლებას არაფერი არ შერჩენია. პოლიტიკურად დევნილი ადამიანების მიმართ ყოველთვის ყველა ხელისუფლება დამარცხებულა. ნუ გვექნება ილუზია, რომ მიშელის შეთანხმების გამო, “ოცნება” და ოპოზიცია ერთი ტერმინებით აღწერს მოვლენებს. ფაქტია, საქართველო გახდა ევროკავშირის „ქეჩოში“ ხელჩასავლები. ზოგადად, არა მხოლოდ მელიას თემით, არამედ შეთანხმებაში შეტანილი ყველა პუნქტის ჩამომწერი. ეს არის შანსი, ევროპამ თუ „ქეჩოში“ ჩაგვავლო ხელი უფსკრულიდან ამოთრევაში გვეხმარება, ჩვენ კიდევ ხელი ჩავავლოთ, რაც შეიძლება მყარად. ეს ყველაზეა დამოკიდებული, ვისაც პოლიტიკურ პროცესებში რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრება. მელიამ ყველა ნაბიჯი დღემდე, ცხადია გადადგა საჯარო ინტერესების გამო. მის მიერ, როგორც არის აღქმული სწორი ქვეყნისთვის. მას ამ პერიოდში ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება თუ ვერ მიღება, არ მიღება მოუწია. კონკრეტულად მელიას, უნდა მივცეთ საშუალება და დრო უკეთ გაერკვეს ვითარებაში, საკუთარ პარტიაში, საკუთარ კოლეგებთან. ვიცი, რომ სურვილი აქვს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის, მათ შორის „ლელოსთან“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.