21.11.2024

დავით უსუფაშვილი – მოგესალმებით ბატონო ბიძინა. როგორ ბრძანდებით? არამგონია კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ქართული ოცნების ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს საქმე ძალიან ცუდადაა და დემოკრატიული სამყაროს მხრიდან, ქვეყნის ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი არასდროს ყოფილა ასეთი დაბალი.

უსუფაშვილის თქმით, ძალიან ბევრ რამეს ნანობს, რაც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის 4 წლის მანძილზე ვერ გააკეთა და ვერ შეცვალეს “მანკიერი სისტემა, რომელიც მემკვიდრეობით დახვდათ”.

“მოგესალმებით ბატონო ბიძინა. როგორ ბრძანდებით? არამგონია კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს, 10 წლის თავზე იმ დღიდან, როდესაც თქვენ პოლიტიკაში შემოსვლიდან პირველივე საჯარო გამოსვლაში სტრატეგიული პარტნიორობა შემომთავაზეთ თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით.

გახსოვთ ძალიან კარგად, 10 წლის წინ, სწორედ ეს საკითხი, ის თუ რამდენად ევროპული გახდებოდა საქართველო, ცხოვრების წესით და არა დროშებით, იმიტომ რომ დროშები წინა ხელისუფლებას არანაკლები და მეტი ეკიდა ქუჩებში და შენობების თავზე. 10 წლის თავზე, გახსოვთ, ჩვენი ამოცანა იყო ქვეყნის გამთლიანება, ერთიანი სამოქალაქო ცნობიერების გაღვივება, მრავალპარტიული კონკურენცია, სადაც პარტიები შევეჯიბრებოდით, ვის უკეთესი გადაწყვეტას აქვს საზოგადოებრივი პრობლემების, კოალიციური მმართველობა პარლამენტშიც და თვითმმართველობაშიც. ჩვენი ამოცანა იყო იმ უბედურების დამთავრება, რაც 2012 წელს ერთად გავიარეთ.

გახსოვთ ხო ბატონო ბიძინა, იყო ესეთი ტელეარხი რუსთავი 2, სადაც ერთი წლის განმავლობაში 2 წუთი პირდაპირი ეთერი არ მოუციათ ოპოზიციისთვის, 10 წელი გავიდა, დღეს იმ არხს ჰქვია იმედი, სადაც ერთი წლის განმავლობაში ასევე 2 წუთი პირდაპირი ეთერი არ მიუღია ოპოზიციას.

გახსოვთ ხომ, მაშინ იყო ტელეკომპანია თუ პროექტი რეალ ტვ, რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი დაქირავებული მჩხიბავი და მერე იმ ჭორების გამავრცელებელი მანქანა, ყველაზე უფრო ბინძურის, უზნეოს, გავიდა 10 წელი, ახლა რეალ ტივი არ გვაქვს, ახლა გვაქვს პოსტ ტივი, პოსტ რეალ ტივი. გახსოვთ ხომ, რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა ეს ქვეყანა ყოფილიყო მომხიბვლელი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მათ აქ თავიანთი პერსპექტივა დაენახათ და დღეს ვხედავთ, რომ ვისაც საშუალება აქვს უკვე გაქცეულია, სხვები კი ჩემოდნებს ალაგებენ. რატომ, იმიტომ რომ ეს გინდოდათ თქვენ ან მე? არა, არც თქვენ გინდოდათ, არც ახლა გინდათ დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ძალიან ბევრი რამ, სერიოზულად შეგვეშალა.

არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ ამას დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, გაკეთებულს კი არა იმ 4 წლის განმავლობაში, რაც თქვენთან ერთად ვიყავი – ვერ გაკეთებულს, იმას რომ ვერ შევძელით რომ 4 წლის განმავლობაში ის მანკიერი სისტემა რომელიც დაგვხვდა მემკვიდრეობით შეგვეცვალა და დაგვეყენებინა ქვეყანა მართლა ევროპულ გზაზე. ეს რომ ვერ შევძელი მე და ბევრმა კოლეგამ, მთელი ცხოვრება გამყვება ტვირთან, იმიტომ რომ მაშინ იყო დრო ამისი ამოძირკვის და ვინაიდან მაშინ ეს ვერ ვქენით, მერე წავიდა და წავიდა ეს ქვეყანა იმავე გზაზე, საიდანაც ვითომ ამოსვლა გვინდოდა”, – თქვა უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img