25.11.2024

დავით უსუფაშვილი – რაც ბოლო დღეებში ხდება მთავრობას და პრეზიდენტს შორის, სახელმწიფოებრივი სირცხვილია

ის, რაც ბოლო დღეებში ხდება მთავრობას და პრეზიდენტს შორის, არის სახელმწიფოებრივი სირცხვილი,- თუ თვითონ ვერ განუმარტავთ კონსტიტუციაში ვის რა უფლება აქვთ, სხვა რამეს მოკიდონ ხელი, უფრო მარტივს – ამის შესახებ “ლელოს “დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისთებთან განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, სინამდვილეში ისინი ელემენტარულ საკითხებს ვერ უმკლავდებიან, „სუპერ სიჯიუტის” თუ „რაღაც წარმოდგენების გამო”.

„ჩვენ გვჯერა, გვგონია და გვინდა, ასე იყოს, რომ ქვეყანა, სახელმწიფოც და მთავრობაც აბარია სახელმწიფოს მეთაურს და მთავრობის მეთაურს, რომლებსაც ჰყოფნით კეთილგონიერება და პასუხისმგებლობა, რომ ის ძალიან მარტივი საქმეები ისე მოაგვარონ, რომ ჩვენ არ ჩაგვრთონ და არ გვანერვიულონ. რა გახდა ელჩის თაობაზე ქაღალდის მიტანა, მოტანა, ხელმოწერა, თუ რაიმე გაუგებრობაა, ერთმანეთში გარკვევა. შეიძლება ეს საკითხი გახდეს საჯარო დებატების და განხილვის საგანი და გაგვიჩნდეს განცდა, რომ ამ ხალხს აბარია ქვეყანა და სინამდვილეში ელემენტარულ საკითხებს ვერ უმკლავდებიან, არ ვიცი რის გამო – სუპერ სიჯიუტის გამო, რაღაც წარმოდგენების გამო, არ ვიცი. თუ თვითონ ვერ განუმარტავთ კონსტიტუციაში ვის რა უფლება აქვთ, მაშინ კეთილი ინებონ და სხვა რამეს მოკიდონ ხელი, უფრო მარტივს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img