23.11.2024

დავით უსუფაშვილი რეზოლუციაზე – რატომღაც სიტყვა “რუსეთი“ “ქართული ოცნებისთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნა

იმას, რაც “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში წერია, მოსკოვიდან შესაძლოა მიეცეს ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში ნატო-სა და დასავლეთის მხრიდან ომის გაჩაღების მცდელობა დაგმო, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მომავალ კვირამდე, ვიდრე რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე გავა, “ქართული ოცნების“ ლიდერები გაიაზრებენ, თუ როგორ გაუგებარ ვითარებაში იყენებ თავს.

“იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხე არამხოლოდ ჩვენს მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ემუქრება, არამედ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყოველ დღე ვისმენთ ძალიან მკაფიო და მკვეთრ პოზიციონირებას იმ ქვეყნების მხრიდანაც კი, ვისაც საფრთხე საერთოდ არ ემუქრება, ასეთ ვითარებაში საქართველოს მხრიდან ცხადია საჭიროა მკვეთრად პოზიციონირება და ვაჟკაცობა.

იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე ვართ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც სიტყვა “რუსეთს“ – როგორც ამ ხიფათის მთავარ წყაროს და საფრთხეს არახსენებს, არის სრულიად გაუგებარი. რატომღაც სიტყვა “რუსეთი“ “ქართული ოცნებისთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნა. ტექსტის შეცვლასთან დაკავშირებით კარგს არაფერს ვფიქრობ. არ მინდა ყველაზე უარესი დავიჯერო, რომ ვიღაცის მცდელობაა პარლამენტის გადაწყვეტილებაში ეს კონკრეტული სიტყვა არ გაჩნდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img