რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ხელისუფლების გამწარებული კომენტარები ამ თემაზე – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“არათუ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც ყელში ამოუვიდა ის უბედურება, რომელშიც ვცხოვრობთ, საუკეთესო, საერთო კანდიდატი შეიძლება სწორედ ბადრი ჯაფარიძე იყოს მისი პიროვნებიდან, პერსონალური თვისებებიდან, პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, როგორიც შეიძლება იყოს ყველას შესაძლო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ხელისუფლების გამწარებული კომენტარები ამ თემაზე. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ გუშინდელი უსამართლობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტზე ჩვენი პასუხი იქნება თავდაუზოგავი ბრძოლა და შრომა რუსთავში გამარჯვებისთვის”,- განაცხადა უსუფაშვილმა.