21.11.2024

დავით უსუფაშვილი – საჭიროა არა პოლიტიკური სკანდალები და ხმალაობა, არამედ უკრაინასთან თანამშრომლობა

ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამისი უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები ჩადიან იქით და აქეთ და ასეთ საკითხებს აგვარებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სანქციების თავის არიდებას შეეცდება და მნიშვნელოვანია უკრაინის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, რათა ეს საკითხები გაირკვეს.

„ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან უტევს რუსეთი, ყველა მხრიდან ცდილობს გააძლიეროს დაწოლა უკრაინაზე და მთელი მსოფლიო ცდილობს ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს წვდომა გარკვეულ პროდუქციაზე. ასეთ დროს რუსეთი ბუნებრივია, ცდილობს იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? – არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსეთი შეეცდება დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა, ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან კრიმინალების მხარდაჭერით, ჩვენ ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და გამოვარკვიოთ სიმართლე,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img