საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
„საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,“- წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას ალტერნატივა არ გააჩნია.