დღეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის 13 წლისთავი აღინიშნება. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოს ომში ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს,“- ნათქვამია განცხადებაში